წვიმა, ძლიერი ქარი, სეტყვა - ამინდი მკვეთრად იცვლება
1752695040
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციაში შექმნილ დაპირისპირებაზე ისაუბრა. დეპუტატს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ემსახურება ძალებს, რომლებიც საქართველოსადმი მტრულად არიან განწყობილები.
„უნდოდათ, რომ სიძულვილი, განხეთქილება და არეულობა დაეთესათ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ ყველაფერს იღებენ საკუთარ რიგებში, რაც დამსახურებულია. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია თვითმმართველობის არჩევნები მათთვის არის უმძიმესი, ვინაიდან მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, შედეგი იქნება ერთნაირად გამანადგურებელი თითოეული რადიკალური ჯგუფისთვის. ისინი არ არიან ქვეყნის ინტერესების მსახურები, ისინი არიან იმ ძალების ინტერესების სამსახურში, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული განწყობა აქვთ“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.