1748980445
რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თანამშრომლობა უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობის, პრემიერ მინისტრის ჩართულობითა და ამერიკის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობით

მშვიდობა არის შედეგი, რომელიც მოაქვს ეკონომიკური სიმჭიდროვის, ასევე უსაფრთხოების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი მიდგომები, საჭიროებები და შედეგები სჭირდებათ როგორც ქართველ, ასევე, ამერიკელ ხალხს, რომლებსაც მეგობრობის მართლაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრის შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თანამშრომლობა უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობის, პრემიერ მინისტრის ჩართულობითა და ამერიკის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობით.
„საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ის შეფასებები, რაც კეთდება ამ შეხვედრის შემდეგ, ცალსახად არიის რა თქმა უნდა პოზიტიური. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობ იმ ტვიტზე, რომელიც სენატორს ჰქონდა გამოქვეყნებული. მას ხაზი ჰქონდა გასმული ორ ძირითად მიმართულებაზე. ეს იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და უსაფრთხოების მიმართულებით უფრო აქტიური თანამშრომლობა. ნამდვილად, ეს არის ზუსტად ის ორი ღერძი, რაც მნიშვნელოვანია, როდესაც პარტნიორული ურთიერთობები არსებობს ქვეყნებს შორის. ამ კონტექსტში რა საკვირველია მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თანამშრომლობა უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობის, პრემიერ მინისტრის ჩართულობითა და ამერიკის მხრიდან პრეზიდენტის, ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობით. ეს არის ის, რასაც ჩვენ თანასწორ თანამშრომლობას ვუწოდებთ, რაც არის ორიენტირებული ხალხის კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე, უსაფრთხოების დაცვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ დონალდ ტრამპის წერილის შემდეგ ვნახეთ, როდესაც ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა პრეზიდენტს და ხალხს, ლოგიკური გაგრძელება იყო სწორედ ამ მიდგომების. იქაც მშვიდობაზე იყო ხაზგასმა, ვინაიდან მშვიდობა არის შედეგი, რომელიც მოაქვს ეკონომიკური სიმჭიდროვის, ასევე უსაფრთხოების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირებული სწორედ ამ საკითხზე ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი მიდგომები, საჭიროებები და შედეგები სჭირდებათ როგორც ქართველ, ასევე, ამერიკელ ხალხს, რომლებსაც მეგობრობის მართლაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.