მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1775666669
როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივას.
იონათამიშვილის თქმით, ასეთი ინიციატივა პირიქით წაახალისებს მათ, რომ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინონ.
„რაც შეეხება გახარიების ინიციატივას, დღეს საზოგადოებას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, მოესმინა საკომიტეტო განხილვისთვის. ფაქტობრივად, ძალიან უხერხულია და თვითონაც ეტყობოდათ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, როდესაც რეალურად ამ ინიციატივით ისინი პოლიტიკური ექსტრემისტების წახალისებას ცდილობდნენ.
როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, ძალადობენ პოლიციელებზე, ძალადობენ საზოგადოებაზე, მათ შორის ქალებსა და ორსულებზე, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც აქციების დროს ისინი პირდაპირ შეურაცხყოფდნენ და ძალადობდნენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, არ ინანიებენ დანაშაულს, პირიქით ერთმანეთს აქეზებენ, რომ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინონ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას კი არ შეუწყობს ხელს, პირიქით წაახალისებს რომ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინონ“, - აღნიშნა მან.