ჰანდე ერჩელის ნარკოტესტის შედეგები გამოქვეყნდა
1775673480
მსახიობმა მილა იოვოვიჩი „ვაიბკოდინგით“ - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროგრამირებით დაკავდა. მან შექმნა პროგრამა, რომელიც ნეიროქსელების მეხსიერებას აუმჯობესებს.
მსახიობმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პროგრამა MemPalace-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენიმე თვე ფაილების სორტირებაზე მოუწია მუშაობა. „ნებისმიერ არსებულ სისტემაში ძებნა კვლავ საკვანძო სიტყვებით ხორციელდება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მოუხერხებელია“, - აღნიშნა იოვოვიჩმა.
იოვოვიჩმა ნეიროქსელების მიერ ინფორმაციის სორტირების, ძიებისა და დამახსოვრების მექანიკის დახვეწა გადაწყვიტა. ხელოვნური ინტელექტის ინჟინერ ბენ სიგმანთან ერთად მან შეიმუშავა პროგრამა, რომლის საფუძველიცაა დამახსოვრების უძველესი მეთოდი - „მეხსიერების სასახლე“.
„საკმაოდ ლოგიკური არქიტექტურა მოვიფიქრე: დიდი ღია სივრცის დაყოფა სხვადასხვა ოთახებად“, - განმარტა იოვოვიჩმა.
მსახიობის თქმით, MemPalace-ის შექმნაზე მან „შეცდომებითა და ნულიდან დაწყებული სამუშაოებით სავსე თვეები“ დახარჯა. ამჟამად იოვოვიჩის პროგრამა ღია წვდომაშია (GitHub-ზე).