"პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ..." - ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხავნი დაშორდნენ
1753788663
ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია. ეშინიათ არჩევნებში შესვლის, ეშინიათ არჩევნებში არ შესვლის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ლიდერების შეწყალების შესახებ პრეზიდენტის შეთავაზებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების პოზიციაზე.
„ეს გამოწვეულია იმისგან, რომ ეს არის სრულიად გაკოტრებული ადამიანების ჯგუფი და მეორეს მხრივ, დაბნეულები არიან უკვე მათი დავალებების მიმცემების მხრიდანაც. იმათაც არ იციან ბოლომდე როგორი ტაქტიკა შეიმუშაონ და რა დავალება მისცენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ ნებისმიერი ის დესტრუქციული სცენარი, რაც მათ ინტერესში არის, არის განუხორციელებელი. ძალიან კარგი - რაც უფრო დაიბნევა და რაც უფრო განადგურებული იქნება რადიკალური ოპოზიცია, მით უკეთესი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
27 ივლისს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალების თაობაზე ძალაში რჩება.