რასაკვირველია, არ აწყობთ ეუთოს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ის დააზუსტებს, დაადგენს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება მაღალ დონეზე ორგანიზებით - გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი

 უეთო/ოდირის უარს, საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსვლასთან დაკავშირებით, კვლავ შეფასების საგანია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მათი მოწვევა მიზანმიმართულად დააგვიანა, ხოლო მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ორგანიზაციამ უარი ბულინგის თავიდან აცილების მოტივით განაცხადა.

"ის, რაც გადაიტანა ეუთო/ოდირის მისიამ, როდესაც ისინი საქართველოში იყვნენ ჩამოსულები, ფსიქოლოგიური ტერორის დონეზე ასული შეტევა გამოიწვია მათ მიმართ. რასაკვირველია, ამ შეტევის მთავარი წარმმართველი ძალა იყო საქართველოშიც, ქართველებიც, რომლებიც დღემდე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. რასაკვირველია, არ აწყობთ ეუთოს ჩამოსვლა საქართველოში, ეუთი/ოდირი რომ ჩამოვა საქართველოში, დააზუსტებს, დაადგენს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება მაღალ დონეზე ორგანიზებით“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, "კურიერის" კითხვას ეუთო/ოდირიდან 2 დღის წინ უპასუხეს. საერთაშორისო დამკვირვებელი განმარტავს, რატომ განსხვავდება ჩეხეთის არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოსგან, წერილში საუბარია, რომ ჩეხეთში საარჩევნო შეფასების კომისიას აკომპლექტებს, საქართველომ კი მოითხოვა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია.