სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჩარლი კირკის შოუს სპეციალური გადაცემის დროს, რომელიც მოკლული კონსერვატორი აქტივისტის პატივსაცემად გაიმართა, გაიხსენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მის ოჯახს და თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს „მემარცხენე აგენტები“ დაემუქრნენ.
როგორც ვენსმა აღნიშნა, სამხრეთ კალიფორნიაში, სამ შვილთან ერთად დისნეილენდში სტუმრობისას, შუახნის ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა: „მამაშენი უნდა უარყო, შე პატარა ნაძირალა! საიდუმლო სამსახურს უთხარი, რომ კონსტიტუცია დაიცვას და არა შენი მამა!“ - ციტირებს ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი მემარცხენე აქტივისტის შეძახილებს.
„ეს ქალები მოძალადეები არიან? ალბათ არა. ისინი შეშლილები არიან? რა თქმა უნდა“, - თქვა ჯეი დი ვენსმა.
ვენსმა ივარაუდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა იმ საინფორმაციო საშუალებებისა და ჯგუფების გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსს, რომლებიც ან „ძალადობის წახალისებას“ უწყობენ ხელს, ან კირკის მკვლელობას „ამართლებენ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვებს მათი მშობლების პოლიტიკური შეხედულებების გამო უყვირიან და რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ“.