ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ბრალდებებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ამ თემაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მეორდება 2020 წლის სცენარი, რომელშიც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და გარე აქტორები მონაწილეობენ. ბრალდებებს არ იზიარებენ იმ პარტიებში, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ცრუ კამპანიები დაიწყო ოპოზიციის მხრიდან.
"ვხედავთ არჩევნების დასრულების მომენტიდან ცრუ კამპანიებს. ის რამდენიმე შემთხვევა, რომელზეც სამართალდამცველ ორგანოებსაც ჰქონდათ რეაგირება, მაგალითად მარნეულის შემთხვევა, რომელიც საჭიროებს კონკრეტულად გამოძიებას და რეაგირებას, აუცილებლად იქნება პასუხგაცემული.
თუმცა, ამის გარდა, ყველაფერი, ვითომ ყალბი პირადობები და ა.შ. ნათლად ჩანს, რომ არის მარტივი და პრიმიტიული სიცრუე", - აცხადებს ნინო წილოსანი.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603