რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ.” ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმდჯომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ალან ბერსესთან ერთად, ოპონენტები სიძულვილის ენით მოიხსენიებენ ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია.

"ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ.” ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. უკვე წარმომიდგენია, რა ეწერება ალან ბერსეს ანგარიშში, რომელსაც გერმანიის კანცლერი და სხვა ევროპელი ლიდერები ასე ძალიან ელოდებიან. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია." - წერს რატი იონათამიშვილი.