ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
ბატონმა გუბაზ სანიკიძემ, რომელიც ორი კვირის წინ ქალბატონ ზურაბიშვილს მოიხსენიებდა თამარ მეფედ, გუშინ უკვე უშვერი სიტყვებით გალანძღა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ბატონი სანიკიძე და ბატონი ხაბეიშვილი პირველები არიან, ვინც ილუზიებიდან გამოვიდნენ და რეალობას თვალი გაუსწორეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა პირდაპირ აღიარეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის.
„ძალიან იმედგაცრუებულები არიან ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებული გეგმებით, რომელიც შუამავალს წარმოადგენდა „დიფ სთეითსა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორი. ამ გეგმებს გაჰყვნენ, რადგან იქიდან პირდაპირ ინსტრუქცია მოდიოდა. დარჩნენ მანდატების გარეშე და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებენ, იციან ამის გამო როგორი უკმაყოფილებაა მათ ამომრჩეველში. ქალბატონი ზურაბიშვილი მათ ჰპირდებოდა კიდევ სხვა ძალიან ბევრ თემას, 120 მილიონს, რომელსაც დღეს ძალიან საყვედურობს ბატონი მიშა მშვილდაძე ბატონ ბორელს, სად არის ის 120 მილიონი ჩვენ რომ დაგვპირდითო. სალომე ზურაბიშვილი იყო ამის ავანგარდში, ვისაც ეს 120 მილიონი უნდა ჩამოეტანა რადიკალური ოპოზიციისთვის და მათ მფლობელობაში არსებული ტელევიზიებისთვის. ატყობენ, რომ ეს ქალი ლიდერად არ სჭირდებათ. ისედაც ქალბატონ ზურაბიშვილს ლიდერის არანაირი უნარ-ჩვევები არ გააჩნია. რადიკალური ოპოზიცია ხედავს, რომ ამ ყველაფერმა არ გაამართლა და ისინი მთლიანად მარგინალიზებულები არიან. შესაბამისად დამოუკიდებლად მოქმედება ურჩევნიათ. დავალებას „დიფ სთეითისგან“ სალომე ზურაბიშვილის გავლით მიიღებენ თუ პირდაპირ დაავალებენ, ეს სურათს არ შეცვლის. უბრალოდ ზურაბიშვილი ურჩევნიათ, რომ მოიშორონ. „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ ბატონი სააკაშვილი ახლა გარეთ რომ იყოს, მათი შანსები უფრო მაღალი იქნებოდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.