სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ოპოზიციის ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ოთხი ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე - მმართველ გუნდში მათი ოპონენტების გეგმებზე და გარედან მართულ პროცესებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, იმის მაგივრად, რომ ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიით იყოს დაკავებული, მათი მიზანი გარედან დირექტივების მიღებაა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ორივე მხარემ - ვინც მონაწილეობს არჩევნებში და ვინც აცხადებს ბოიკოტს, ჩადის უცხოეთში და იქიდან იღებს დირექტივებს.
"ისინი, ვინც იღებენ მონაწილეობას, ისინიც ჩადიან უცხოეთში, ანუ ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციას იქიდან ელოდებიან და ისინი, ვინც აანონსებენ ძალადობრივ აქციას და რევოლუციას, ისინიც ჩადიან ასევე საჯაროდ უცხოეთში. ანუ, ორივე მხარემ ვინც იღებს მონაწილეობას და ვინც აცხადებს ბოიკოტს, ჩადიან უცხოეთში და იღებენ დირექტივებს იქიდან, ანუ არჩევნებში როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა და რევოლუციური სცენარები როგორ უნდა დაგეგმონ. ადრე ფორმალურად მაინც თავს იკავებდნენ ასეთი ჟესტებისგან, ახლა უკვე საჯაროდ აღიარებენ, რომ დიაც, არ აინტერესებთ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, არამედ აინტერესებთ, უცხოელები რა პოზიციაზე იქნებიან. თავიდან ბოლომდე, ეს ნიშნავს რომ შენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, აღარ არსებობ, როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალა გინდა რომ მოიყვანო ხელისუფლებაში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.