თბილისში, ვაშლიჯვრის ჩასახვევთან მანქანა გადავარდა - რა ინფორმაცია ვრცელდება
1774790650
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ეკლესიაზე, საპატრიარქოსა და ტახტის მოსაყდრეზე შეტევის მიზეზებზე საუბრობს. მისი შეფასებით, მიმდინარეობს პატრიარქის, მისი მოსაყდრისა სახელის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა.
"ის ხაზი, რომელსაც უწმინდესი ახორციელებდა საქართველოში, არის მიუღებელი ამ ძალებისთვის, შესაბამისად, ის ადამიანი, რომელიც პატრიარქმა თავის დროზე აირჩია, როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ასევე მიუღებელია [მათთვის], რადგანაც არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მეუფე შიო სწორედ ამ ხაზს გააგრძელებს საპატრიარქოში - ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სულიერების ამაღლების. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც აქვთ რადიკალებს და მათ დამფინანსებლებს ქვეყნის ფარგლებს გარედან," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.