რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
„იდეაში, ერთადერთი რამისთვის უნდათ ვადამდელი არჩევნები, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ვიღაცა. ჩვენ ხომ ერთად გავიარეთ კრიზისი პერიოდი და თქვენ სრულად საქმის კურსში ხართ იმ ისტორიის, რაშიც ერთად ვიყავით“ - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
ვადამდელი არჩევნები ხომ შეიძლება გინდოდეს იმისთვის, რომ რაღაცა მოახდინო ქვეყანაში, რაც არ ხდება ვადამდელი არჩევნების (გარეშე). ერთადერთი პარტია ვართ, ვინც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რაღაცაზე შეუთანხმდა, იქ მოსამართლეების არჩევაზე შეუთანხმდა, იქ სხვადასხვა ფულის გამოყენების თავისუფლებაზე შეუთანხმდა, განათლების დერეგულაციაზე შეუთანხმდა, ა.შ. არცერთ ამ პარტიას ეს იდეები საკუთარი ხელისუფლებაში მოსვლის მიზნად არ გამოუცხადებია, როგორც ასეთი. მხოლოდ ჩვენ ვართ ასეთი.
იდეაში, ერთადერთი რამისთვის უნდათ ვადამდელი არჩევნები, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ვიღაცა. ჩვენ ხომ ერთად გავიარეთ კრიზისი პერიოდი და თქვენ სრულად საქმის კურსში ხართ იმ ისტორიის, რაშიც ერთად ვიყავით. წარმოიდგინეთ, ეს ისტორია რომ გაქვს გავლილი ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც რაღაც მომენტში საერთოდ დაივიწყეს შენთან ურთიერთობის ისტორია, რაღაც მომენტში საერთოდ გაუგებრად არ გელაპარაკებოდნენ და იგივე პარტიები შენ შეგითანხმდნენ განათლების რეფორმაზე. მაქვს თუ არა მე ლეგიტიმური ვალდებულება, რომ ამ ხალხს ვენდო, რომ ისინი როდესაც კოალიციურ მთავრობაში ერთად იქნებიან, გაიხსენებენ ამ შეთანხმებას სიტყვაზე განათლების დარეგულირებასთან დაკავშირებით და ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე ქართული ოცნება?!
ქართული ოცნება ჯერ არ გამომიცდია რას აკეთებს, საერთოდ აზრზე არა ვარ - იქნებადა აკეთებს, ხომ ხვდებით, არა?! ამ ხალხს (ოპოზიციას) უკვე აქვს დაშავებული ჩემს წინაშე, ამ ხალხმა უკვე ისეთი რაღაცები ქნა, რომელიც მე ნაკლებ საფუძველს მაძლევს, რომ მათ ვენდო. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ხომ უნდა ამიხსნან, რატომ ვენდო?!