რა ვქნათ, სუპერმარკეტები გავხსნათ „ჰეროინის“ გასაყიდად თუ რას გვთავაზობს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე? - დავით მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

ნარკოტიკის გამსაღებელი არ უნდა ისჯებოდეს - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიცია, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსვლა სურს. ზურა "გირჩი" ჯაფარიძის თქმით ე.წ. ბარიგები დამნაშავეები არ არიან და ისინი კანონით არ უნდა ისჯებოდნენ.

ოპონენტის განცხადებას მორიგ ლუსტრაციას უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ რეალურად ჯაფარიძეს და მის თანამოაზრეებს ისეთი სახელმწიფოს შექმნა სურთ, სადაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ნებადართული იქნება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ზურა ჯაფარიძის პოზიცია ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით ტრაგიკულია.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ნარკოტიკების გამსაღებლებს "სიკვდილის გამყიდველებს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა მკაცრად უნდა ისჯებოდეს.

„ტრაგიზმზე არის ზოგადად საუბარი, როდესაც თავს უფლებას აძლევს კონკრეტული პირი, რომელსაც სურვილი აქვს პოლიტიკაში რაღაც წონა ჰქონდეს, ელემენტარული მხარდაჭერა ჰქონდეს.. და ამბობს, რომ სიკვდილის გამყიდველები, ეს არის სიკვდილი, რომელსაც ადამიანები ყიდიან, ისინი ამისთვის არ ისჯებოდნენ. რა ვქნათ, სუპერმარკეტები გავხსნათ "ჰეროინის" გასაყიდად თუ რას გვთავაზობს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე? მას ახლა სურვილი აქვს, რომ პოლიტიკაში მოვიდეს და მერე უკვირთ, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არა აქვს. ეს არის მარტივი შეფასება და ანალიზი, რომ მათი პოლიტიკური წონა ყოველთვის იქნება ნული და ნულს ქვემოთ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. 

✕