იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმიო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი, ხალხო. 7 ნოემბერი რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის და რუსეთის ხელი ერია იმ ყველაფერში, რომ არ მომეწონა მოქმედება, გადავდექი პრეზიდენტობიდან და შევიმცირე ვადა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, 2012-ში მშვიდობიანად გადასცა ძალაუფლება.
„მე ვარ ავტორიტარი? მე, რომელმაც საქართველოს გავუხსენი მთელი მსოფლიოს ჰორიზონტები, რომელმაც შემოიტანა უამრავი ახალი ტექნოლოგია, განათლების ახალი სისტემა შევქმენი. თუ ეს ბრძოლა არ მივიყვანეთ ბოლომდე, ესენი ყველაფერს მოხურავენ, ყველა პოლიტიკოსს დააპატიმრებენ, დახურავენ ყველა ტელევიზიას აუცილებლად. ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად და გადავიდეთ ინტერნეტმაუწყებლობაზე. რა სისხლიანი ცხრა წელი, ხალხნო? ყველაზე განვითარებული ეპოქა იყო საქართველოს მრავალი საუკუნეების განმავლობაში, სანიმუშო იყო ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.