ქსავიე ბატელი: მათ მოიგეს არჩევნები - ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია, ამასთან, ჩვენ თუ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას

ქსავიე ბატელი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება იქნება.

ევროპელი დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელება უმნიშვნელოვანესია.

ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკებების საჭიროებასა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილების პატივისცემაზე ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ისაუბრა.

"მე ყოველთვის ვამბობ - მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ - ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ მათ არ დაველაპარაკებით, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ მათ, მაგრამ ჩვენ უნდა... მოკლედ, მათ იციან წესები და მათ იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები, ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ, ხოლო ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები - ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ამასთან, ჩვენ თუ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას. შთაბეჭდილება ხან კარგია, ხან ცუდი - ეს როგორც ბერძნულად ვიტყოდით, რთულადაა საქმე," - განაცხადა ქსავიე ბეტელმა.