"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი გადაზღვევაა, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ პრეზიდენტი პირწავარდნილი „ქოცი“ არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს რაც სიკეთე გაუკეთა, წარმოუდგენელია, ამას ღალატით უპასუხოს.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი მაშინაც „გასული“ იყო, როცა აირჩიეს. მგონია, რომ მისი დღევანდელი გასულობა 2018 წლის გასულობისგან არაფრით განსხვავდება, ის მაშინაც ასეთი შეარჩიეს. ვფიქრობ, რომ მისი ეს ვიზიტებიც „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი გადაზღვევაა, თორემ ვერასოდეს დავიჯერებ, რომ პრეზიდენტი პირწავარდნილი „ქოცი“ არ არის. „ქოცებმა“ და ბიძინა ივანიშვილმა რაც მას სიკეთე გაუკეთეს, წარმოუდგენელი მგონია, ამხელა მადლს გადააბიჯოს და ღალატით უპასუხოს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, თავიანთი „გასული“ პრეზიდენტი რამენაირად ახლა ოპოზიციას „შემოგვტენონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ.