გელა დაიაური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1774726930
გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება - მოდელირებული ე.წ. "ციხის ბუნტის" დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ "ციხის ბუნტისა", რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა - ასე ეხმიანებან სოციალურ ქსელიში, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას.
„ბახის, ბეთხოვენის, ვაგნერის, დიურერის, რიხტერის გერმანიაში დაიბადნენ სისხლისმსმელი ჯალათები: იოზეფ მენგელე, ირმა გრეზე და ამონ გიოტე - რომლებიც მანიაკალურ სიამოვნებას ღებულობდნენ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში უმწეო პატიმრებზე სადისტური ექსპერიმენტებით.
გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება - მოდელირებული ე.წ. "ციხის ბუნტის" დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ "ციხის ბუნტისა", რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა.
მაშინ უბრალოდ "ვიღაცის" ავადმყოფურ თავში დაიბადა ამ სისხლიანი დრამის გათამაშების სცენარი - რა დროსაც ნაცების საკონცენტრაციო ბანაკის უდანაშაულო და უმწრო ბინადრები დახოცეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ და რანაირად გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ეს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას. მაგრამ - სისხლიანი "ციხის ბუნტის" მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის...“ - წერს ქართველიშვილი.