VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში თბილისი მერი კახა კალაძე.
„პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.
ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას.
მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების!“, - აღნიშნავს იგი.
კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.