1755099291
დღეს ევროპამ, აშშ-მა და NATO-მ უკრაინასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გააძლიერეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ჩვენზე მეტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არავის სურს, გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.
მისი თქმით, დღეს ევროპამ, აშშ-მა და NATO-მ უკრაინასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გააძლიერეს.
„აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ალასკაზე დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრის შესახებ მოსაზრებები გავცვალეთ. დღეს ევროპამ, აშშ-მა და NATO-მ უკრაინასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გააძლიერეს. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ. ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.