ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილს ლეგიტიმურობა ჩამოართვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხმა მისცა ხელისუფლებას, რომელმაც მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის იმპიჩმენტს - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

"ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილს ლეგიტიმურობა ჩამოართვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერს მისცა ხმა იმ ხელისუფლებას, რომელმაც დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს", - ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილეm, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ, ტიერი მარიანის განცხადებას აფასებს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

"ის, რომ 3/4-ით ცარიელ დარბაზში "დაიფიცა" ზურაბიშვილმა, ესეც ნახა მთელმა მსოფლიომ და საქართველომ. შესაბამისად, ზურაბიშვილს არცერთი სიტყვა არ შეუსრულებია ზურაბიშვილს და ბუნებრივია, არ შეასრულებდა და ვერ შეასრულებდა ამ სიტყვას, რომელიც დაიფიცა ევროპარლამენტში. ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილს ლეგიტიმურობა ჩამოართვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერს მისცა ხმა იმ ხელისუფლებას, რომელმაც დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, დამერწმუნეთ, ბევრი გამოჩნდება 2025 წლიდან ევროპარლამენტარიც, კონგრესმენიც და სხვა პარტნიორიც, რომელიც უკვე მეტნაკლებად დაიწყებს ობიექტურად შეფასებას, საქართველოს სახელმწიფოზე, იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ევროკავშირის საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ და ქართული საზოგადოების უმრავლესობამ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.