ქართული სახელმწიფო იცავს სამართლის ყველა მნიშვნელოვან დანაწესსა და პრინციპს და ძალიან გთხოვთ ამ პრინციპებთან ორმაგი სტანდარტი ყველამ თავისთვის შეინახოს - თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

„სინამდვილეში უშინაარსო აქციაზე მდგომი ადამიანებისთვის ჯო ბაიდენისა და ნიუ იორკის მერის სიტყვები საზეპიროა!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აშშ-ს პრეზიდენტისა და ნიუ ორკის მერების განცხადებას, დემოკრატიის არსის მნიშვნელობაზე ეხმიანება.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული, ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა, ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი.

მისი თქმით, "ჩვენ არ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო სადაც ხალხს ვაჩუმებთ ან სხვაგვარად მოაზროვნეებს ვდევნით, მაგრამ წესრიგი უნდა ბატონობდეს!". ნიუ იორკის მერის განცხადებით, "დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას...".

"ქართული სახელმწიფო, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო იცავს მოქალაქეს მათ შორის პროტესტის გამოხატვისას, იცავს სამართლის ყველა მნიშვნელოვან დანაწესსა და პრინციპს მათ შორის მაშინ, როდესაც პროტესტი სცდება გამოხატვის სამართლით დადგენილ ნორმებსა და ფორმებს და ძალიან გთხოვთ ამ პრინციპებთან ორმაგი სტანდარტი ყველამ თავისთვის შეინახოს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.