„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

ნკ

 „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიისა და შეხვედრების ფარგლებში გლდანის რაიონიში მოსახლეობასთან მმართველი გუნდის დელეგატებისა და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად მოსახლეობას ლადო ბოჟაძე, კონსტანტინე ზარნაძე და ბესიკ კალაძე გაესაუბრნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ასევე გლდანულას მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებები.