„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდუბეში მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდუბეში მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები დიდუბის რაიონში. მოსახლეობას დიდუბის დელეგატი გიორგი ვოლსკი, შტაბის ხელმძღვანელი ირმა ზავრადაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი შეხვდნენ.

ისაუბრეს სხვადასხვა გამოწვევაზე, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას რომ, 26 ოქტომბერს არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთონ.