„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა.

„დადგა 5 ოქტომბერი.  მინდა შევაჯამო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80 %-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა, გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80 %-ზე მეტი და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გამარჯვება არის საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.

რაც შეეხება კიდევ ერთ აქტუალურ თემას თარიღის კუთხითაც, თქვენ გახსოვთ იყო გარკვეული მუქარები. რაც შეეხება, აქციას და ძალადობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. თქვენ იცით, როგორ განვითარდა მოვლენები. დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა. ადამიანები მივიდნენ ამ აქციაზე, დაახლოებით თქვენ ნახეთ, რომ იყო მისული 5-7 ათასი ადამიანი, ხელისუფლების დამხობის აქციაზე. გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს  დამხობიდან გამიჯვნა. ეს არის ძალიან მარტივი ქრონოლოგია იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები  დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა, მათ შორის ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიების ლიდერები, შემდეგ კონკრეტული  აქტივისტები და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება, მათ შორის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ძალადობაში მონაწილეობას. აქ, კიდევ უფრო მძიმეა ადამიანების მდგომარეობა. ვინც მონაწილეობდა ძალადობაში უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელი. შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში და ბევრი დღე არ დაჭირდება ამას.

ჩვენ ვვარაუდობდით მათი შემართებიდან გამომდინარე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. მათ შორის, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს, ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა თუნდაც, რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მხოლოდ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, როდესაც ათასი ადამიანი ძალადობდა და დაჭერილ იქნა 30 ადამიანი, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს რა თქმა უნდა ძალიან მკაცრად.

იყო ძალადობა, მათ შორის, მონაცემებიც მინდა გაგაცნოთ, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა თხუთმეტ პოლიციელს და ექვს მომიტინგეს. ასეთია თანაფარდობა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური და ამისათვის, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დადგა 5 ოქტომბერი, მოვიგეთ 64-64-ზე. ეს იყო ჩვენი პროგნოზი, 64 მერი, 64 საკრებულო და ეს პირობა სრულად შევასრულეთ. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის  მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით. ყველაფერი არის კარგად. ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას ექნება აუცილებლად მშვიდობა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. და კიდევ ერთხელ, ვინც სცადა ხელი აღემართა ჩვენს სახელმწიფოზე უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა. და ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინდელი დამხობის აქცია იყო სპეცსამსახურების მიერ დაორგანიზებული ე.წ. 300-დღიანი პროტესტის გაგრძელება და პირდაპირი, ლოგიკური კავშირია ამ სამარცხვინო 50 და 150-კაციან პროტესტებსა და გუშინდელ დამხობის აქციას შორის. აქედანაც მინდა, რომ ყველამ გამოიტანოთ დასკვნები როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უცხოური აგენტურის მიმართ, უცხოელი აგენტების მიმართ და უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაციების მიმართ. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელიც ძალადობს ადამიანებზე, პოლიციელებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომელიც ძალადობს ზოგადად ქვეყანაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე ცდილობს ძალადობას, ყველას მიმართ ვიქნებით უკომპრომისოები. სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უცხოური სპეცსამსახურების მიერ მოსაწყობი რევოლუციის ადგილი ვერ იქნება ჩვენი ქვეყანა. და ვინც მონაწილეობს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილ ოპერაციებში ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი“, - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.