მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად დელეგატი გაეცნო სოფლებში არსებულ ვითარებას, მოსახლეობასთან ერთად განიხილა ყველა ის საკითხი რომელიც მომავალში მოსაგვარებელია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.
„გავაცანი ჩემი სამოქმედო გეგმა, ვისაუბრეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ჩვენს გუნდთან ერთად ვგეგმავთ. იმედი მაქვს, რომ ერთად და ერთმანეთის გვერდით დგომით შევქმნით უკეთეს ქვეყანას, რეგიონსა და ქალაქს“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.