,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

აჭარა

,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

პირველი ასეთი შეხვედრა თორნიკე რიჟვაძემ ქედის მოსახლეობასთან გამართა და მათ საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე წარუდგინა. ასევე, მოსახლეობას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატი - მამუკა თურმანიძე.

მოსახლეობას შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნეს, იმსჯელეს საჭიროებებზე და განიხილეს დასახული გეგმები. დღესვე იმართება წინასაარჩევნო შეხვედრები შუახევსა და ხულოში.