“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო: „დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა

ქართული ოცნება

“ქართული ოცნების” პოლოტსაბჭო: იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად

„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, - ვკითხულობთ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

როგორც მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭო აღნიშნავს, სწორედ “დიფ სთეითის” მეტასტაზების აქტიურობის შედეგია ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა.

“სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.” - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტსაბჭო იმედს გამოთქვამს, რკმ 2030 წლამდე, ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას. მათივე განცხადებით, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში - ეს არის დევიზი, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საკვანძო პრინციპი უნდა გახდეს.

“იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში - ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი.” - აღნიშნულია განცხადებაში.