„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ახალციხესა და ტყიბულში მიმდინარეობს

კონცერტი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. დღეს მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ ახალციხეში.

ღონისძიებაში ჯგუფი ურსა, ქართული ხმები, გელა დონაძე და ანუკა ცქვიტინიძე მონაწილეობენ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს ტყიბულშიც. მსმენელისთვის ღამის შოუს ბენდი, პანჩო და თამუნა ამონაშვილი იმღერებენ.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - მომღერლები სრულად იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მმართველ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ.