მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საარჩევნო სია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს გამოცდილი პოლიტიკოსების სიაა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საარჩევნო სია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს გამოცდილი პოლიტიკოსების სიაა, რომელთაც უკვე ამ წლების განმავლობაში აჩვენეს თავისი პროფესიონალიზმი, აჩვენეს თავისი ერთგულება ქვეყნის მიმართ; აჩვენეს თავისი ერთგულება, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიული მიზნების შესრულების კუთხით.
ამავდროულად, ეს არის გუნდი, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ბევრი ზეწოლისა, ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ჩვენს ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები. ეს ყველაფერი არის ევროპისკენ მიმავალ გზაზე ხელშესახები ნაბიჯები, მიღწეული კონკრეტული წარმატებები და ეს ყველაფერი ამ გუნდის ერთობლივი ძალისხმევითაა მიღწეული“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში 170-კაციანი საარჩევნო სია წარადგინა.