„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა დაურ ისმაილოვმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

დაურ ისმაილოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მერობის კანდიდატი, დაურ ისმაილოვი, მოსახლეობას ხვდება, პირადად ეცნობა მათ საჭიროებებს. კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ქუთლიარის, წერეთლის, კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულებში შემავალი სოფლებსა და ჯანდარის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.

მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, ახალგაზრდებისა და განათლების ხელშეწყობას, სპორტული და კულტურული სივრცეების გაძლიერებას. ასევე, რეკრეაციული გარემოს შექმნას.

შეხვედრებს პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე და პარლამენტის წევრი ზაურ დარგალიც ესწრებიან.