ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გურიის მხარეში დასრულდა.
ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
• „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი უხელმძღვანელებს;
• ოზურგეთის ორგანიზაციას - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია;
• ჩოხატაურის ორგანიზაციას - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე.
21 ნოემბერს, კონფერენციები ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში გაიმართება.