პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმში ჩატარებული შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" შტაბში პირველი განცხადება უკვე გაკეთდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, უმრავლესობის კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე 70%-იანი მხარდაჭერით, 3 ათასი ხმით ლიდერობს.
„დღეს ბათუმში გაიმართა მე-4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები, რომლითაც წყდებოდა ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის ბედი და უკვე 9 უბნის მონაცემებით ჩვენი კანდიდატი თამაზ ჯინჭარაძე დამაჯერებლად ლიდერობს, დაახლოებით 70%-ით, 3000 ხმით. ჩვენი პარტიის წარმომადგენელი კანდიდატი 9 უბნის მონაცემებით ამარცხებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს. ცესკოს საბოლოო მონაცემებიც დაახლოებით მსგავსი იქნება. მურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას ბათუმელებს, ყველა იმ მხარდამჭერს, ყველა ამომრჩეველს, რომელმაც არ დაიზარა და მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატს და ჩვენს გუნდს.
როგორც დაანონსებული იყო ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსების არჩევნები, მართლაც ღირსებამ გაიმარჯვა. ჩვენ ამ ძალიან დიდ უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი საქმეებით მათი პრობლემების გადაჭრით აუცილებლად დავუბრუნებთ. ეს მხარდაჭერა არის "ქართული ოცნების" მშვიდობიანი, ეროვნული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგი რასაც შესაბამისი შეფასება აქვს ქართულ საზოგადოებაში,"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა „ნაციონალური მოძრაობის" შტაბში.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ჩატარდა. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.