1740372372
"ქართული ოცნების" გლდანის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატმა მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
ვლადიმერ ბოჟაძე ადგილობრივებს გლდანის მე-2 მ/რ-ში, 34-ე კორპუსთან არსებულ სკვერში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
მმართველი გუნდის წევრები შეკრებილებს "ქართული ოცნების" სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ესაუბრნენ. აქცენტი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.