„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ჩვენი გუნდი იმ ადამიანებისგან შედგება, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ხელისუფლების პოლიტიკის გატარებაში, ახალ სახეებს ვხედავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიისთვის, რომ გუნდს ახალი ენერგია შესძინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი მიმართულია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისკენ.
„დღის წესრიგი მიმართულია ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მეტი დაცვისკენ, სოციალური გარანტიებისკენ გაუმჯობესებისკენ და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობების შექმნისკენ. ეს ის დღის წესრიგია, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს ის ხალხია, ვინც ამ დღის წესრიგს განახორციელებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.