Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730404773
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა: ნუგო შოშიაშვილმა, მარიამ გრიგოლიშვილმა და ვაჟა კოკაიამ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ჩართვისას მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხსენეს. კერძოდ, თუ როგორი შედეგი ჰქონდა იმ წლებს მათ ბავშვობასა და მათი ოჯახების ცხოვრებაზე.
ნუგო შოშიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დგას ღირსების, მშვიდობის, კეთილდღეობის, თავისუფლებისა და სიმართლის მხარეს და სწორედ ამიტომ მან მოუწოდა მოქალაქეებს, ხვალ 41 ნომერი გააფერადონ.
„ქართული ოცნება“ არის ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული გზა ევროპისკენ. „ქართული ოცნება“ არის ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული გზა მსოფლიოსკენ. ჩვენ დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ვართ წარმომადგენლები იმ ათიათასობით ღირსეული და თავისუფალი ახალგაზრდისა, რომელიც ჩვენი თვალით, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ უპრეცედენტოდ კარგად განხორციელებული კამპანიის ფარგლებში ვიხილეთ. ჩვენ ვართ წარმომადგენლები იმ თაობის, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა. შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცით, თავისუფლების ფასი. ჩვენ ვართ წარმომადგენლები იმ თაობისა, რომელსაც ღრმად სწამს, რომ „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები“. ერთია, თუ რატომ ვდგავართ ქართული ოცნების მხარეს და მეორეა, რატომ არასდროს დავიღლები, პირადად მე, კოლექტიური „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლით. მე არ მინდა, რომ ქართველმა ბავშვებმა საკუთარ თავზე განიცადონ ის ტკივილი, რომელიც მე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მხოლოდ და მხოლოდ 8 წლის ასაკში განვიცადე. მე არ მინდა, რომ ქართველი ბავშვები ელოდებოდნენ მამას, რომელიც სახლიდან შუაღამისას გაურკვეველმა პირებმა გაურკვეველი ვადით, გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს. მე არ მინდა, რომ 8 წლის ბავშვები პოულობდნენ საკუთარ მშობლებს ძველით ახალი წლის ღამეს უგონო მდგომარეობაში და ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მამას კიდევ ერთი სიცოცხლე აჩუქოს“, - განაცხადა ნუგო შოშიაშვილმა.
თავის მხრივ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა მოქალაქეებს მარიამ გრიგოლიშვილმა. მან ისაუბრა, თუ რტომ უნდა დაუჭირონ მხარი ამ პარტიას.
„მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს - მე სწორედ იმ პოლიტიკური პარტიის მმართველობის პირობებში გავიზარდე, რომლის სისხლიანი რეჟიმი ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოცადა, რომლის მმართველობის დროსაც 7 წლის ასაკში წერილს წერილზე ვწერდი იმისთვის, რომ ციხეში, ჩემი ოჯახის წევრებისთვის წერილები გამეგზავნა, რომლებიც სრულიად უსამართლოდ პოლიტიკური საფუძვლით იხდიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს. შესაბამისად, იმისთვის, რომ აღარასოდეს დაბრუნდეს წარსულში, იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდობა არასდროს დაუბრუნდეს სისხლიან რეჟიმს, ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ღირსეულ ახალგაზრდებს აერთიანებს“, - აღნიშნა მარიამ გრიგოლიშვილმა.
ამასთან, ჩართვისას ასევე ვაჟა კოკაიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ახალგაზრდებს არ უნახავთ ის ტერორი, ძალადობა, ზეწოლა და თავიანთ თავზე არ გამოუცდიათ, რაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ჰქონდა. თუმცა, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საზოგადოებამ „ნაცმოძრაობისგან“ იხილა ახალგაზრდების ბულინგი და ზეწოლა, რათა ისინი თავის გავლენის ქვეშ მოექციათ.