პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ქართული ოცნება" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებას არ აპირებს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა "პრაიმტაიმთან" განაცხადა. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მმართველ პარტიაში აღნიშნული საკითხი აქტუალური არ არის.
ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შესახებ, უარყოფს "ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარიც.
"არ მგონია, სააკაშვილის მონახულებას აზრი ჰქონდეს იმ ფონზე, როცა მართლა მაღალი დონის ექიმები მკურნალობენ და აქცევენ ყურადღებას. წავიკითხე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმთა ამონარიდები და ისინი ისეთს არაფერს ამბობენ, რაც განსაკუთრებული შფოთვის საფუძველს შექმნის - არაფერს ამბობენ ისეთ, რომ საჭირო იყოს მისი უცხოეთში წაყვანა ან სხვა რამ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, თავდაპირველად სწორედ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებენ.
"მონახულება მოხდება... მე არ ვიქნები. საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი აქ გამონაკლისი არ არის", - აცხადებდა სუბარი.