"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

კაჭარავა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობას გაეცნო გუნდის საარჩევნო პროგრამას, მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს რაიონში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.