ქართული ოპოზიციის უსიამოვნო სიტუაციაში ყოფნა მეტწილად მათი დამსახურებაა - ხორხე გონსალეს გალარცა

ხორხე გონსალეს გალარცა

ოპოზიციის მთავარი სამიზნე მოქმედი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა". პრემიერ კობახიძის პარტიამ მეოთხე საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა 2012 წლის შემდეგ, ზუსტად მაშინ, როცა მას ბრალად ედებოდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადახვევა "არალიბერალური" კანონმდებლობის გამო და რუსეთთან მჭიდრო კავშირების მოძიება, - ამის შესახებ ხორხე გონსალეს გალარცა, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, გამოცემაში "The Critic" გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ფაქტი ისაა, რომ ამგვარი კავშირების დამყარების გეგმა არ არსებობდა, ვინაიდან 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მთლიანად გაყინულია.

"ფაქტია, ასეთი კავშირების დამყარების გეგმა არ არსებობდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ამ უკანასკნელის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეჭრამ ორმხრივი დიპლომატია მთლიანად გაყინა. მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა სავარაუდო "გლობალური ომის პარტიის" წინააღმდეგ, კონსპირაციულობის ბრალდებებს იწვევდა, პარტიის ფაქტობრივი დაპირება იყო, მიმდინარე ომში საქართველოს "მეორე ფრონტად" გახდომისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულად დარჩენა, მიზნის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს ჩაწერა კონსტიტუციაში.

ევროკავშირში ხანგრძლივი სამართლებრივი საგის შემდეგ, მათ შორის საკამათო "უცხოელი აგენტების შესახებ კანონის" რომელსაც ჩირქი მოეცხო "რუსულის" შერქმევით და ტელეეთერიდან და სასკოლო პროგრამებიდან ლგბტ კონტენტს აკრძალვით, შეგეძლოთ გეგრძნოთ იერიში, რომელიც იმავე წამს იქნა მიტანილი, როგორც კი საარჩევნო ორგანომ "ქართულ ოცნებას" ხმების 53 პროცენტი მიაკუთვნა", - ვკითხულობთ გალარცას სტატიაში.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის არასასიამოვნო სიტუაციაში ყოფნა, თავად მათი დამსახურებაა, ვინაიდან ოთხ ნაწილად დაიყვნენ და ბრძოლა გამართეს უფრო მეტად პიროვნებების, ვიდრე სუბსტანციის გამო.

"ოპოზიციის უსიამოვნო სიტუაციაში ყოფნა დიდწილად მათივე დამსახურებაა. მათ ვერ შეძლეს ერთი ფიგურის ქვეშ გაერთიანება, სამაგიეროდ, დაიყვნენ ოთხ პლატფორმად, რომლებიც უფრო მეტად იბრძოდნენ პიროვნებების, ვიდრე ფასეულობის გამო", - წერს საერთაშორისო დამკვირვებელი.

ხორხე გონსალეს გალარცამ, გამოცემაში "The Critic" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "საქართველოსთან დაკავშირებით შეცდომაში შევყავართ?", სადაც ვრცლად მიმოიხილავს არა მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებს, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მდგომარეობას გეოპოლიტიკურ ჭრილში.