ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ქართულ საზოგადოებაზე რაიმე ფორმით ძალმომრეობა და ზეწოლა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. ქართველი ხალხი არ ემორჩილება ზეწოლას, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ. ამ კუთხით, ბრიტანეთი აქტიურობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ყველას კარგად ესმის, რატომ ხორციელდება ზეწოლა, თუმცა ქართველი ხალხი ზეწოლას არ ემორჩილება.
„ქართველმა ხალხმა არ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გარე ძალებს 2024 წლის არჩევნებზე სურდათ. ასევე მხარი არ დაუჭირეს იმ დესტრუქციას, რომელიც ხელისუფლებაში ისევ მწამებლების მოყვანას გულისხმობდა. ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მხარი დაუჭირა მშვიდობას და ეკონომიკურ განვითარებას. ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, კიდევ აქტუალურია საქართველოს და ქართველი ხალხის პროქსი ძალად გამოყენების საკითხი, ამიტომ ეს ზეწოლა გრძელდება. ზეწოლას ქართველი ხალხი არ ემორჩილება და ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიულია. პარტნიორული ურთიერთობისთვის და ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი წინაპირობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილების პატივისცემაა და არა ის სურვილები, რომელიც „დიფ სთეითს“ ამოძრავებს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.