“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.
დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები - კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" სინამდვილეში რაიმეს გამოძიება რომ ნდომოდა, ამისთვის 12 წელი ჰქონდა.
"ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სახით, დღეს მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოსა და თანამედროვე საქართველოს გასამართლების პროცესი. "ქართულ ოცნებას", სინამდვილეში, რაიმეს გამოძიება რომ ნდომოდა, ამისთვის 12 წელი ჰქონდა. მე-13 წელს რაიმეს გამოძიების სურვილის დაჩემება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიყალბეა", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.