1747168660
ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს - პაატა მანჯგალაძე

ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობა, არამედ ეს არის თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მომავლის გეგმა.
„ამ მეგობრობას დღეს ინარჩუნებს ქართველი ხალხი და არა ბოროტი მაჯლაჯუნები, ვინც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევს.
ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობა, ეს არის ჩვენი თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მომავლის გეგმა.
ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია, ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლებენ, რადგან რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს.
ამის მკაფიო მაგალითია „მეგობარი აქტი“, რომელიც ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – მეტი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველ ხალხს!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.