ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
"ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ," - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილისთვის 12 დღიანი პატიმრობის შეფარდებას.
მისი თქმით, შესაბამის ქმედებას, ყოველთვის კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი.
"ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ. ამით ცდილობენ, რომ თითქოს დაძაბონ კონკრეტული პოლიტიკოსი, დეპუტატი, მასზე რაღაც ფსიქოლოგიური გავლენა იქონიონ, მაგრამ მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობა ამას აკვირდება. ქალბატონი ლაშხი, რომელიც ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა შეუვარდნენ. ეს არც მორალში ჯდება, არც ადამიანობაში და არც არანაირ ზნეობრივ სტანდარტებში. შემდეგ უკვირთ როგორ უჩივლა 20 წლის ახალგზარდებსო - აბა რა უნდა გაეკეთებინა. შესაბამის ქმედებას, ყოველთვის კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.