პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ მედია Info France 2-თან ამბობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღზე მანიპულირებით ახლა ფსიქოლოგიურ ომს აცხადებს, რადგან კონვენციურ ომში მარცხდება.
„ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე კლასიკური ომის წარმართვაში.
მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო.
არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. და ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვული საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა უკრაინა ასევე მცდარი აღმოჩნდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588