„პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წამოიწყო, არის აბსურდი, თავის მოტყუება“ - ლაშა ფარულავა დროებით საგამოძიებო კომისიაზე

ლაშა ფარულავა

პროცესი, რომელიც  წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში, არის აბსურდი, თავის მოტყუება", - ასე ეხმაურება პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

საუბარია დეპუტატთა ჯგუფზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს.

"ის პროცესი, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში, არის აბსურდი, თავის მოტყუება. ახლა მათ არაფერი აქვთ სათქმელი მოქალაქეებისთვის და კვლავ პროპაგანდისტულად ცდილობენ წარსულზე ილაპარაკონ. წარსულზე კი არა, ჩვენ ვლაპარაკობთ მომავალზე, რომელსაც გვართმევენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - აცხადებს ლაშა ფარულავა.