„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედური დასკვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, ამ დასკვნამ აჩვენა, რომ არანაირ მანიპულაციას, ან გაყალბებას არჩევნების მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია.
„მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურის შუალედური დასკვნიდან, შემდგომ, საბოლოო დასკვნისას რაიმე არსებითად შეიცვლება, არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კენჭისყრას დღიდან ფაქტობრივად 3 თვე გავიდა და თუ რამე ბუნებაში, ხელშესახები არსებობდა და ვინმეს ასეთ მტკიცებულება ხელთ ჰქონდათ, ეს უნდა წარედგინათ და ბრალდება ბრალდებად არ უნდა დარჩენილიყო. შუალედურმა დასკვნამ ცხადყო ის, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას, განსაკუთრებით მრავალჯერადი მონაწილეობის ნაწილში, ვერიფიკაციის აპარატის მრავალჯერადად გამოყენების, მარკირების თუ სხვა ნაილებში, ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.