ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს - FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა
1736954045
"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ტელეკომპანია "იმედის" მიერ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.
როგორც ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებაზე "მოჭრილი" კადრები გავრცელდა.
"დაკავებულები არიან ამ კადრების ჭრა-კერვით, თუმცა ძალიან კარგი და სასიამოვნო სანახავი ამონაჭერი გამოუვიდათ. მიჭრეს, მოჭრეს, რაღაცები შეკერეს, მაგრამ არა უშავს, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება კმაყოფილი იქნება.
აქ, სასტუმროში იმიტომ მოვედით, რომ სრული ჩანაწერები, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, შენახული იქნეს ეს და პროკურატურას უკვე მივმართეთ, რათა ეს ჩანაწერები სრული ამოიღონ, სადაც ერთ მშვიდობიან ადამიანს თავს როგორ ესხმის "ოცნების" წარმომადგენლები," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ამასთან, კომენტარებს აკეთებენ "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები. ბერდია სიჭინავას შეფასებით, გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა.
"ღამის საათებში, სასტუმრო "შერატონის" ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა ათამდე პირი. სასტუმრო "შერატონის" მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავ უწყებებს ამისთვის აქვს საკმარისი რესურსები, მტკიცებულებები ხელთ, რომ ეს ინფორმაცია გაასაჯაროონ. არაფერი არ უნდა ვიდეო მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც ასახავს ამ ჯგუფური, ორგანიზებული თავდასხმის ფაქტს," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, სიყალბეა, რა ინფორმაციებიც ვრცელდება. მისივე თქმით, "სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ გახარია მიუვარდა ხუთ კაცს და დაუწყო ჩხუბი."
რაც შეეხება "ძლიერი საქართველოს" წევრებს, თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ "რეალურად რა მოხდა არის კატასტროფა." მისივე შეფასებით, მიუღებელია, როდესაც ზრდასრული ადამიანები, რომელთაც თმენის ვალდებულება აქვთ და პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართულნი, "იქცევიან ჩვეულებრივი, ბინძური ხულიგნებივით."
ფაქტი გუშინ მოხდა. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვან. მან სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა.