გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
პრეზიდენტს ჩაანიშვნინეს რიგგარეშე სხდომა ისე, რომ 12 პუნქტიდან კანონპროექტები არცერთის არ იყო მზად, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტს ჩაანიშვნინეს რიგგარეშე სხდომა ისე, რომ 12 პუნქტიდან კანონპროექტები არცერთის არ იყო მზად. ამის გამო კითხვა დავუსვი პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ზოგადი დეპოლარიზაცია და რომელი კანონპროექტით? - მან დუმილი არჩია. აი, ასეა. ჩვენ შექმნილი გვაქვს კონკრეტულად დღე, კომისიების გრაფიკია გათვლილი, სადაც ვმუშაობთ. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია არ შემოდის. ეს მიუთითებს, რომ მათ სურთ შოუ დაედგათ“, - განაცხადა ზარქუამ.
პარლამენტის რიგგარეშე სესია არ ჩატარდება.