გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1743800684
რუსეთი განაგრძობს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ნიუანსების განხილვას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ მასში ბევრი ნიუანსია, რომლის განხილვასაც მოსკოვი აგრძელებს.
„მედიაში ქვეყნდება ბევრი სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია, ჭორები, ვარაუდები და აშკარა სიცრუე. პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის იდეას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ნიუანსი, რომლებზეც საჭიროა შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტებს და ვაგრძელებთ ამ ნიუანსების განხილვას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.