საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ათასამდე ავტომობილი დაწვეს, დაკავებულია 420 ადამიანი
1735818920
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები, კერძოდ:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაზე.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.